საქართველოს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. სწავლის დაწყების თარიღს ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს.
კანონის თანახმად, თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. თუმცა, 2017 წელს, 15 სექტემბერი დასვენების დღე არ არის, შესაბამისად, სწავლა პარასკევს, 15 სექტემბერს დაიწყება.
ბაღებში კი სწავლა 18 სექტემბერს დაიწყება.