LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში ვერ დაიწყება სწავლა სექტემბერში: ტიკარაძის განმარტება

1003
ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვარაუდობს, რომ სექტემბერში სკოლებში სწავლა განახლდება.

„იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გვაქვს, ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სწავლა განახლდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის, რომ წინ კიდევ 3 თვე გვაქვს და ამ სამ თვეში როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის დილის“ ეთერში.

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რისი გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი.

„რატომ მოვხსენით რეგულაციები და რატომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ის სიმკაცრე, რომელიც გამოვიჩინეთ თუნდაც პირველ თვეს? ჩვენ გვაქვს სურვილი, მოსახლეობამ გაიაზროს თუ რა რისკებია. რა თქმა უნდა, ამით არ გვინდა პასუხისმგებლობა გადავიტანოთ მოსახლეობაზე. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით კვლავ ვდგავართ, მაგრამ თუ ერთობლივად არ ვისწავლეთ ვირუსთან სწორი ქცევა და მერე უკვე სწორი მართვა, გაგვიჭირდება შემოდგომაზე და მერე ზამთარში ამ ვირუსთან თანაცხოვრება. დღეს რომ სექტემბერი იყოს, სწავლა ჩვეულებრივად დაიწყებოდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ ეპიდსიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, სექტემბერიდან სკოლებში სწავლა განახლდეს.

“ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს” – ამირან გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები