უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
„ავიანიუსის“ ინფორმაციით, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე SkyUp Airlines ფრენებს კიევი-თბილისი-კიევი და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე შეასრულებს. კიევსა და თბილისს შორის SkyUp Airlines ოპერირებას ყოველდღიურად, ანუ კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს, ხოლო კიევსა და ბათუმს შორის – კვირაში 2 სიხშირით.
„ავიანიუსის“ ცნობითვე, ავიაკომპანიის ვებგვერდზე, კიევსა და თბილისს შორის ცალმხრივი ბილეთის შეძენა 66 დოლარიდანაა შესაძლებელი, კიევსა და ბათუმს შორის კი – 69 დოლარიდან.