ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში სამჯერ ახორციელებს, მარტიდან კი მეოთხე სიხშირეს დაამატებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.

პირველ საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატუშ ბუშოვსკი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და DMO იმერეთის ხელმძღვანელი მარი დევიძე დაესწრნენ.

პირველი რეისით ბრატისლავადან ქუთაისში 192 მგზავრი ჩამოფრინდა და 237 გაფრინდა. პირველი რეისის მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ცნობისთვის, ამჟამად Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.
