სლოვაკეთში მდებარე კომპანია Klein Vision მფრინავი ავტომობილის – AirCar 2-ის სერიული წარმოებისთვის ემზადება. მოდელს ჰაერში 250 კილომეტრ საათი სიჩქარის განვითარება შეუძლია, ხოლო გზაზე – საათში 200 კილომეტრის. მანქანის თვითმფრინავად გადაქცევას 2 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება, წერს Tvp World-ი.
მოდელის სიგრძე 5,8 მეტრია, რაც მძღოლს სტანდარტულ ადგილებზე დაპარკინგების საშუალებას აძლევს. ასაფრენად აეროდრომამდე მისვლაა საჭირო, რის შემდეგაც ღილაკზე თითის დაჭერით ფრთები ავტომატურად გაიშლება. ავტომობილის ფრენის სიშორე 1000 კილომეტრს აღწევს.
დაფრენის შემდეგ მანქანა ისევ ჩვეულებრივ სატრანსპორტო საშუალებად „გადაიქცევა“.
ავტომობილი ბენზინით მუშაობს. მომავალში კი პროექტის ავტორები ელექტრონულ აგრეგატზე გადასვლას აპირებენ.
საინტერესოა, რომ მფრინავ ავტომობილზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყეს. პირველმა პროტოტიპმა ცდები უკვე გაიარა და დაახლოებით 500 აფრენა-დაფრენა მოასწრო.