LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენიელები საწოლში წოლისთვის 12 ათასი ევროს მიღებას შეძლებენ

121
f2036a9e83

სლოვენიის მაცხოვრებლებს შეეძლებათ 12 ათასი ევრო მიიღონ იმ შემთხვევაში, თუკი საწოლში დაწვებიან. საინტერესო ექსპერიმენტი 2 თვე გაგრძელდება და მას ევროპის კოსმოსური სააგენტო ატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ Slovenia Postsen ავრცელებს.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ზუსტად განსაზღვრონ თუ როგორ პირობებში უწევთ ასტრონავტებს ყოფნა კოსმოსში.
მიზანი – ისეთი გზის პოვნაა, რომელიც ძვლოვანი და კუნთოვანი მასის დაკარგვას შეუშლის ხელს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორად ფუნქციონირებასაც დაეხმარება.

ექსპერიმენტის მონაწილეებს სხვადასხვა დავალებების შესრულებას მოსთხოვენ. გარდა ამისა, შეიცვლება საწოლის მდებარეობაც. (მაგალითად, აიწევა ხან ერთი, ხან მეორე მხარე).

ამ დროის განმავლობაში სპეციალისტები კოსმოსური ხომალდის მოწყობის სხვადასხვა გზასა და მეთოდს განიხილავენ და შეადარებენ.

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ეძებენ მამაკაცებს, 18-დან 45 წლამდე, რომელთა წონაც 95 კილოგრამზე ნაკლებია და ჯანმრთელობის პრობლემებიც არ აწუხებთ.

მონაწილეების შერჩევა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მეცნიერებმა უკვე 200-ზე მეტი მსურველის განაცხადი მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები