LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონების ბაზარზე კვლავ Samsung-ი ლიდერობს

149
სმარტფონების ბაზარი

Counterpoint Research’s Market Pulse-ის წინასწარი მონაცემებით, სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე, გაყიდვებში ბოლო ორწლიანი ვარდნის შემდეგ, 4%-იანი ზრდა შეინიშნება, რაც ბაზარზე მაკროეკონომიკური წნეხის შერბილებითა და მოწყობილობებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციითაა განპირობებული.

მსოფლიო ბაზარზე, სმარტფონების გაყიდვების რაოდენობით, ლიდერობას კვლავ სამხრეთ კორეული გიგანტი Samsung-ი ინარჩუნებს. მას ბაზრის 19%-იანი წილის დაკავებაში S24 და A სერიებისადმი მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ სერია S24 პირველი ტელეფონია, რომელიც პოზიციონირებს, როგორც AI მოწყობილობა. ის განსაკუთრებულად კარგად დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში მიიღეს.

რეიტინგში მეორე ადგილზე ამერიკული Apple-ია, რომლის ბაზრის წილი ბოლო 2 წლის განმავლობაში 2%-ით – 18%-მდე შემცირდა. მიზეზი iPhone 16-ისადმი მომხმარებლის არაერთგვაროვანი ინტერესია. საქმე ისაა, რომ აღნიშნულ სერიაში, გაყიდვაში ჩაშვებისას, ხელოვნური ინტელექტი არ იყო ინტეგრირებული. აღნიშნულის მიუხედავად, Apple-ს სმარტფონების გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა კომპანიისთვის არაპროფილურ ბაზრებზე – ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

რაც შეეხება რეიტინგის მესამე ადგილს, მას ბაზრის 14%-იანი წილით ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Xiaomi იკავებს. მან გაყიდვებში, ბოლო 2 წლის მანძილზე, 12%-იანი ზრდა აჩვენა, რაც პორტფელის რეორგანიზაციის დამსახურებაა – Xiaomi-ს სამოდელო რიგში შეხვდებით როგორც ხელმისაწვდომ, ისე ძვირადღირებულ სმარტფონებს, რაც კომპანიას ბაზრის სრული სეგმენტის ათვისების საშუალებას აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g