LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SMEDA დამწყებ მეწარმეებს ციფრული აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

132
12

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციამ (SMEDA) სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამის starta-ს მომდევნო ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო.

starta ციფრული აქსელერაციის პროგრამაა, რომელიც დამწყებ, თუ უკვე არსებულ მეწარმეებს სთავაზობს მიიღონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ როგორც ბიზნესის სწორად მართვაში, ასევე, სამომავლო ზრდასა და განვითარებაში.

starta ბენეფიციარებს იწვევს მთელი საქართველოდან, თუმცა პრიორიტეტად შემდეგი რეგიონები მიიჩნევა: მაღალმთიანი აჭარა, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.

პროექტის ფარგლებში 20 არსებული ან/და პოტენციური მეწარმე შეირჩევა. შერჩევის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს ბიზნეს მოდელი, რომლის შექმნასაც აპლიკანტი გეგმავს. უპირატესობა მიენიჭება ისეთ მოდელს, რომელიც ინოვაციურობის ელემენტებს ატარებს და სწრაფად მასშტაბირება შეუძლია და ისეთ აპლიკანტს, რომელსაც საკუთარი იდეის განსახორციელებლად გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 დეკემბერი.

აქსელერაციის პროგრამა 2024 წლის იანვრიდან დაიწყება და 2024 წლის მაისამდე გაგრძელდება.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია starta-ს 12 ნაკადს გაუწევს ორგანიზებას.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

mazda magti 5g