LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სნუპ დოგის ეფექტური შოუ შობის ღამეს ლეინი უილსონის, ანდრეა ბოჩელისა და Hunter/x-ის მონაწილეობით

150
photo-collage.png

სნუპ დოგმა მუსიკალურად ნაციონალური საფეხბურთო ლიგის საშობაო თამაშების მეორე მატჩის ტაიმებს შორის შესვენება გააფორმა. შეხვედრა Detroit Lions-სა და Minnesota Vikings შორის, ,,ვიკინგების” გამარჯვებით დასრულდა.

Snoop’s Holiday Halftime Party ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ტაიმაუტზე გამართული პერფორმანსისას, 54 წლის საკულტო რეპერი ტრიბუნის წინაშე შემოქმედების ტოპ ჰიტებით წარდგა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჰიპ ჰოპ არტისტის ლუქი. სანახაობისთვის ის სრულად წითლად შეიმოსა, რამაც საშობაო თემატიკის შოუ კიდევ უფრო ეფექტური გახადა.

წარმოდგენის მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობა ასევე ლეინი უილსონმა, ანდრეა ბოჩელიმ და Huntr/x-მა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ შობას, ნაციონალური საფეხბურთო ლიგის დასკვნით თამაშზე ტაიმებს შორის შესვენება მუსიკალურად, ბიონსემ გააფორმა. წარმოდგენას Beyoncé Bowl უწოდეს.

Beyoncé Bowl – ბიონსეს შთამბეჭდავი პერფორმანსი მშობლიურ ქალაქში შვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები