სოციალურად დაუცველი ბავშვები 20 ლარიან ფულად დახმარებას და 30 ლარიან კვების ვაუჩერს მიიღებენ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, მინისტრის თქმით, დახმარება არ შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახის წევრი მუშაობას დაიწყებს.
“მინდა გაგაცნოთ ახალი ინიციატივა, რომელიც განიხილებოდა დღეს სხდომაზე. ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობისაკენ, ასევე ის მოდელი რომელიც ბავშვებზე მიზნობრივად მიმართავს დახმარებას ეს არის 100 000 ქულაზე ნაკლები მქონე ოჯახის წევრ ბავშვებისათვის თვეში 10 ლარიან დახმარებას. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს დახმარება გახდება 50 ლარი. სტრუქტურულად ეს იქნება 20 ლარი ანუ თანხა ხოლო 30 ლარი კვების ვაუჩერი, რომელში გათვალისწინებული იქნება ბავშვის მოთხოვნები.
ჯამურად ბიუჯეტი ამისთვის გამოიყოფა წელში 70 მილიონი ლარი. კიდვე ერთჲ მნიშვნელოვანი ცვლილება მიზნობრივ სოციალურ დახმარებას გულისხმობს. თუ ადამიანი იღებდა ამ დახმარებას შემდეგ დაიწყებდა მუშაობას, პროგრამა აფიქსირებდა ამას და უწყდებოდა დახმარების მიღება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ თუ ადამიანი დაიწყებს მუშაობას მას 1 წლის განმავლობაში შეეძლება კიდევ აიღოს სოც დახმარება. ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული, რომ ხელი შევუწყოთ სოციალურ აქტივაციას და ღირსეული შემოსავლის მიღებას ამ ადამიანებისთვის,”- აღნიშნა დავით სერგეენკომ.