LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Social Impact Award-ის დაჯილდოების ცერემონია

120
12

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში (ნინოშვილის ქუჩა #8), Impact Hub Tbilisi-ს საერთაშორისო პროგრამის Social Impact Award-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაზე სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ და  ბელგრადში (სერბეთი) Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გაემგზავრებიან.

ფინალისტებს შორის არიან:

  • Alioni – რეგიონში პირველი ონლაინ აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ლაივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ხის ნარჩენის გადამუშავებული მოცულობის, წარმოების პროცესისა და გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ და ამ ზიანის შესამცირებლად ალტერნატივად ნარჩენების რაციონალურ გამოყენებას სთავაზობს.
  • Chessteros Club – ნეშის ეკვილიბრიუმის სწავლებაზე ორიენტირებული, ოთხკაცა ჭადრაკის კლუბი ჰაუსური სამყაროთი.
  • Cloudcrop – ციფრული აგრონომი, რომელიც თვითსწავლებადი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩამოაყალიბებს სამოქმედო გეგმას ფერმერისთვის, რითაც ხელს შეუწყობს საუკეთესო ხარისხისა და რაოდენობის პროდუქციის მოყვანას მინიმალური რესურსების გამოყენებით.
  • Delp – აპლიკაცია, რომელიც, ერთი მხრივ, მომხმარებელს გაუმარტივებს წვდომას ცხოველების მოვლის სერვისებზე, მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს ცხოველთა თავშესაფრების პოპულარიზაციას.
  • Hippotherapy – საქართველოში პირველი ადაპტირებული საცხენოსნო გარემო, სადაც იპოთერაპია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისთვის. იპოთერაპია საუკეთესო დამხმარე საშუალებაა მათთვის, ვინც ფიზიკური, სოციალური, თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს გადის.
  • LitKid – საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმა, რომელიც მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზებული საბავშვო წიგნების შესახებ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები