LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სოციალისტური საქართველოს” წევრებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

176

9 მაისის დღის აღსანიშნად, ვაკის პარკში “სოციალისტური საქართველოს” წევრები მივიდნენ. მათ თან საბჭოთა სიმბოლიკა მიიტანეს, სტალინის ფოტოები, დროშები და ასევე, წარწერები “საქართველოს უკვდავი პოლკი”.

ისინი 9 მაისის მემორიალთან ყვავილების გვირგვინით მივიდნენ, მათ გამოჩენას ვაკის პარკში რამდენიმე მოქალაქის გაღიზიანება მოჰყვა. ერთ-ერთმა მოქალაქემ მათ ფაშისტებზე უარესი უწოდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

“ფაშისტებზე უარესები არიან, დღეს მათი აქ გამოჩნება როგორ შეიძლებოდა?! დღეს აქ მე მოვედი ფაშისტებზე გამარჯვების აღსანიშნად და ესენი ფაშისტებზე უარესები, მოღალატეები არიან,” – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

9 მაისის მემორიალთან ისმოდა სიტყვები: “გიჟი”, “ფსიქიატრიულიდან გამოქცეული”, “პროვოკატორი”. ამ წუთებში 9 მაისის მემორიალთან “სოციალისტური საქართველოს” წევრები და მათი ლიდერი, ვალერი კვარაცხელია სიტყვით გამოდის.

“მე მინდა, აქედან მივულოცო 9 მაისის ყველა მოკავშირე ქვეყანას და მათ შორის, დიდ რუსეთს და მინდა, მივულოცო პუტინს არჩევნებში გამარჯვება,” – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

 

 

 

magti 5g