თავისუფლების მოედანზე მსუბუქი ავტომობილი 2 კურიერს დაეჯახა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“შემთხვევით შევესწარი თავისუფლების მოედანზე, განზრახ როგორ დაარტყა მანქანამ ორ კურიერს. თან რამდენჯერმე”, — წერს ვიდეოს ავტორი Facebook-ზე.
“ფორტუნა” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.