LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურად დაუცველები და ორსულები გრიპის წამალს უფასოდ მიიღებენ

A_Tamiflu_(oseltamivir)_capsule

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.

პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100). სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.

მედიკამენტის უფასოდ მიღებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან შეძლებენ.

ტამიფლუ გრიპის პროფილაქტიკისთვის ინიშნება მოზრდილებში და 1 წლის/ან მეტი ასაკის ბავშვებში.

magti 5g