LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური პაკეტები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს არის მდგომარეობის მხოლოდ კოსმეტიკური შელამაზება – გიორგი კეპულაძე

98
unnamed

„სოციალური პაკეტები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს არის მდგომარეობის მხოლოდ კოსმეტიკური შელამაზება“, – ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტები ვერ შეცვლის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გრძელვადიან პერპექტივაში.

„ეს არის მხოლოდ კოსმეტიკური შელამაზება მდგომარეობის. სამწუხაროდ ეს არ გვაძლევს ძირეულ ცვლილებებს და ეს ვერ შეცვლის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს კარგად იცის მთავრობამ, გახარიამაც აღნიშნა, რომ ეს არ არის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა, როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, ეს არის დროებითი და შესაძლებელია მომავალ წელსაც დაგვჭირდეს ასეთი დახმარებების გაცემა“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

როგორც მან აღნიშნა, სასურველია შემუშავდეს გრძელვადიანი გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და რას უნდა დაველოდოთ.

„სასურველია შემუშავდეს გრძელვადიანი გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და რას უნდა დაველოდოთ. სასურველია იყოს გეგმა, თუ როგორ უნდა გაიზადოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა.

საბოლოო ჯამში ფასების ასეთი ზრდა არ იქნება, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობაზე პირდაპირ აისახება, თუმცა ფასები უკვე იმდენად მაღალია, რომ ბევრი ადამიანისთვის თვიდან თვემდე თავის გატანა კიდევ უფრო პრობლემატური გახდა“,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ “შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g