კორონავირუსის 2 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში დილიდან კარვებია მოწყობილი და მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება.
პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით იგეგმება ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება.
ეპიდემიოლოგთა ჯგუფი პარალელურად დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობს.
სოფელ ერისიმედში covid 19 რამდენიმე დღის წინ 58 წლის ქალს დაუფიქსირდა. ინფიცირების სავარაუდო წყარო აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.