LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ რუისპირში, რესტორანში, პოლიციელის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

194
პოლიცია

თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში იყო მოთავსებული.

„რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი“ – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

„რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი“ – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს სტაციონარში, ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს ღამით ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, ბიძინა გავარდაშვილის მხრიდან, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ, ჯერ რესტორნის მინა ჩაამსხვრია, შემდეგ კი სუფრასთან მყოფ შუახნის მამაკაცს, ლევან შამრელაშვილს მოხვდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არ მომხდარა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g