თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. და კლინიკას დღეს დატოვებენ.
“ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.