გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარში ყველა შეზღუდვა მოიხსნა და გვიან ღამით გაიხსნა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი აღნიშნავს, რამდენიმე დღიანი გაფართოებული, განმეორებითი ტესტირება უკვე დასრულდა. მისი თქმით PCR მეთოდით შემოწმდა 1500-მდე ადამიანი. აქედან მხოლოდ ორი იყო დადებითი. მისი თქმით, 120 ტესტის პასუხს ელოდებიან.
ბოლო მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 71 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 42 ყარაჯალარშია.