სოფი ლორენს ქართველი სარძლო ჰყავს. უკვე ორი წელია, ცნობილი მსახიობის ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი ქართველ გოგონაზე, მარიამ შარმანაშვილზეა შეყვარებული.
მარიამს სოციალურ ქსელში უდევს ვიდეო, სადაც კარლოსთან ერთად არის გადაღებული. ვიდეოს თავად სოფი ლორენის ვაჟიც აკომენტარებს: „ჩემი სინათლე და ჩემი ცხოვრება“, წერს კარლო პონტი უმცროსი.
მარიამ შარმანაშვილი ფიტნესინსტრუქტორია. ის ზუმბას გაკვეთილებს ატარებს.
მარიამს „ინსტაგრამზე“ საკმაოდ თამამი ფოტოები უდევს.