LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია ბზეკალავა: „ზელენსკის ზოდიაქოში ძალიან აქტიურია ლომის ზოდიაქოს ნიშანი. თუკი სადმე გინდა ნახოთ თავგანწირვისა და ღირსების მაგალითი, იქ სადმე აუცილებლად არის ლომი…“

813
სოფია

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში საუბრობს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის პირადი ჰოროსკოპის შესახებ და აღნიშნავს:

„არ დამეზარა და ჩავხედე ზელენსკის ჰოროსკოპს. ის არის მერწყული. ის ყველაზე კარგად თავისი ზოდიაქოს ნიშნის დემონსტრირებას აკეთებს იმისთვის, რომ არის ხალხთან ერთად კომუნიკაციაშიც არის ძალიან ადამიანური და ბუნებრივი, რადგან მერწყული არ ყოფს ადამიანებს ჩინებისა და რეგალიების მიხედვით. ეს საოცრად კარგი აქვთ მერწყულებს. პლუს ზელენსკის ზოდიაქოში ძალიან აქტიურია ლომის ზოდიაქოს ნიშანი. თუკი სადმე გინდა ნახოთ თავგანწირვისა და ღირსების მაგალითი, იქ სადმე აუცილებლად არის ლომი. ანწუხელიძე არის ამისი რეალური მაგალითი, რომელიც ლომი იყო ზოდიაქოს ნიშნით. ესენი არიანი ადამიანები, რომლებიც არასდროს დაიჩოქებენ, რადგან მათთვის ღირსება ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტს რაღაცის არ ეშინია ის საოცრად ემოციური ადამიანია, განიცდის იმაზე მეტად, დარწმუნებული ვარ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ბოლო პერიოდის ფოტოებზე მას ემოციები სახეზეც აწერია. თვითონ რომ არ იყოს ასეთი პირდაპირი, უშუალო, გახსნილი, არ ცნობს ჩინებსა და რეგალიებს, მისთვის პირველ რიგში არის ადამიანი, არ ექნებოდა ასეთი მხარდაჭერა ხალხისგან.

მერწყულის ენერგიის უმაღლესი გამოვლინება არის გაერთიანებისკენ სვლა, რასაც ახლა ვხედავთ მსოფლიოში. 11 მარტამდე არის ძალიან რთული პერიოდი. 2 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ, რადგან ორში სავსემთვარეობაა, ამასთან 7 მარტის შემდეგ, პლანეტა მარსი შეიცვლის პოზიციას და გადავა ტყვეობაში. აგრესორებს აღარ ექნებათ არჩევანი, თუმცა გარკვეულ პროვოკაციებს არ გამოვრიცხავთ…“

magti 5g