LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია ბზეკალავას პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის – ფული და სიყვარული… ვის გაუმართლებს 2023-ში?

1341
სოფია-ბზეკალავა

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა fortuna.ge-ს მკითხველის ინტერესს დააკმაყოფილებს და მოგვიყვება, როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნებისთვის.

სოფია ბზეკალავა: 

2023 წელი იქნება ძალიან ტურბულენტური და რთული, მაგრამ უფრო მეტად აჩქარებული. გაუმართლებთ ადამიანებს, ვისაც შეუძლია სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება და ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე ჩქარა გადახტომა. ბევრისთვის რთული სწორედ ამიტომ იქნება, რადგან ადაპტაცია არ იქნება ადვილი. რასაც ადამიანები აგროვებდნენ, იმას მიიღებენ – კულმინაციური პერიოდია. მარსის წელია, მარსი მართავს ამ წელიწადს და ვვარაუდობთ, რომ არ იქნება მარტივი წელი.

ვერძისთვის კარგია, უბრალოდ, ზომიერება არ უნდა დაკარგოს, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში.

კუროსთვის წლის მეორე ნახევარი იქნება კარგი, პირველ ნახევარში კი ბევრი ტრანსფორმაცია მოუწევთ, ზოგმა გარემო უნდა შეიცვალოს, ზოგმა – პირადი, ზოგმა – ცხოვრების სტილი.

სასწორებისთვის ეს წელი პირად ურთიერთობებში დიდი ტრანსფორმაციის მომტანი იქნება.

ტყუპები თუ კონცენტრირდებიან გრძელვადიან მიზნებზე და ჩადებენ სერიოზულ ფუნდამენტს, კარგი იქნება. ზოგადად, ტყუპისთვის ცუდი წელი არ იქნება, რადგან მას აქვს ადაპატიის უნარი სიახლეებთან.

კირჩხიბისთვის კარგი წელია საბინაო, საოჯახო საკითხების გადასაჭრელად და ემიგრაციისთვის.

ლომებს აუცილებლად მოუწევთ აკონტროლონ ეგო, მათთვის ძალიან ემოციური წელიწადი იქნება, როგორც ცუდი, ისე კარგი კუთხით. შეიძლება, შეყვარებულები იყვნენ, სენსიტივებით აღსავსე წელია.

ქალწულთან აქტუალური იქნება ბიზნესურთიერთობები და უნდა დაეყრდნონ უფრო მეტად ინტუიციას, ვიდრე ლოგიკას, რადგან ლოგიკით ბევრი რამ არ გამოვა.

მორიელს წლის მეორე ნახევარში კომპრომისზე წასვლა აუცილებელი იქნება, განსაკუთრებით – პირად ურთიერთობებში.

მშვილდოსნები დაინახავენ კონკურენტებისა და მტრების რეალურ სახეებს, შეუძლიათ წამოიკიდონ ეს ადამიანები, შეუძლიათ – გაცხრილონ.

თხის რქა – ვინც იანვარშია დაბადებული, მათთვის რთული პერიოდია, ბევრი რაღაც უნდა შეცვალონ, მეორე ნახევარში დაალაგებენ პირად ურთიერთობებს და გააუმჯობესებენ.

მერწყულები მარტის მერე ამოისუნთქავენ, რადგან ეს ორი წელი რთული პერიოდი ჰქონდათ. სრულად შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი თავი და გარემო, ვინც იანვარშია დაბადებული, ბევრი ფუნდამენტური ცვლილება ელოდება.

თევზები – წლის პირველი ნახევარი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, ბევრი შესაძლებლობა ექნებათ, რომლებსაც ინტუიციურად იგრძნობენ, წლის მეორე ნახევარში უნდა მიაქციონ ყურადღება ჯანმრთელობასა და ფინანსებს. ქაოსი უნდა დაალაგონ, რაც არ იქნება გამართლებული.

რაც შეეხება ფინანსებს: 

ყველას ექნება შანსი, ვისაც შეუძლია დაეყრდნოს საკუთარ თავს, გამჭრიახობას და ყველას ექნება შესაძლებლობა. ყველაზე კარგი შანსები ექნებათ კუროებს, თხის რქებსა და ვერძებსაც, მეტ-ნაკლებად.

სასიყვარულო ურთიერთობებში კარგია ინიციატივიანობა. განსაკუთრებით კარგი იქნება 2023 წლის მეორე ნახევარი, ივნის-ივლისის მერე. ძირითადად, მიწის ნიშნებთან მოდის მეტი შანსი, თუმცა ყველას ექნება შესაძლებლობა, თუ ურთიერთობები იქნება ზრდასრული. მომავალი წელი ძალიან კარგია პირადი ურთიერთობებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g