სოფო ბედია ჟურნალ „სარკესთან“ (21 მაისის ნომერი) ამბობს, რომ მესამე შვილის გაჩენაზე ფიქრობს:
„ძალიან მინდოდა, გოგონა მყოლოდა, რომ მეც გამომეპრანჭა, მაგრამ უფალმა ორი ბიჭის დედობა მარგუნა…
ყველაფერი წინ გაქვთ. გეგმავთ მესამე შვილის გაჩენას?
ყველაფერი ღვთის ნებაა. თუ მოხდება, რატომაც არა? ჯერ 40 წლის ვარ და უფლის ნება თუ იქნება, მესამე შვილსაც სიამოვნებით გავაჩენ…“
ეჭვიანობს თუ არა მიშა მესხი მეუღლეზე: „მაგ ფიქრებში რომ ვყოფილიყავი, ოჯახს ათი წელი ვერანაირად ვერ შევინარჩუნებდი. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. სოფოს ჩაცმულობა იქნება თუ სხვა რამ, მე არაფერზე პრობლემა არ მქონია…“
ვიდეო: „სოფო მიგერიებდა, თავიდან უარზე იყო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, ბოლომდე ვიბრძოლე… ყველას უხარია შეყვარებულობის პერიოდი, მე კი იმდენად ვიტანჯე, რომ არ მიხარია მაგ დროის გახსენება“: სოფო ბედიას და მიშა მესხის სიყვარულის ისტორია – რა გაიხსენა წყვილმა „იმედის“ ეთერში