სოფო ბედია ოჯახურ ტრაგედიაზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. მისი მეუღლის, მიშა მესხის ძმა, რომელიც 40 წლის გახლდათ, მძიმე სენისგან გარდაიცვალა.
სოფო ბედია:
ბაჩოს სიმსივნე აღმოაჩნდა. იანვარში გაიკეთა ოპერაცია, შემდგომ ქიმიოთერაპიაც, მაგრამ იმუნიტეტი ჰქონდა დაქცეითებული, შეხვდა ვირუსი, რომელსაც პნევმონია მოჰყვა და 40 წლის ასაკში მთასავით ბიჭი გამოგვეცალა ხელიდან. ასეთი ტრაგედიის ფონზე ჩემს პროფესიაზე საერთოდ არ მიფიქრია. სულ ვლოცულობდი ეკლესიაში და ამ ტკივილის გადატანაში გავატარეთ ეს პერიოდი. ყველანი ვცდილობთ, შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას.
რა დაგანახათ ოჯახში ამ ტრაგედიამ?
დაგვანახა, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია. ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. მიშასთვის ეს ყველაფერი რთული გადასატანი იყო. ძმებს შორის ხუთი წელი იყო სხვაობა და ყველანაირად ცდილობდა, ეს ტკივილი სხვებისთვის არ დაენახვებინა. იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.


