LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბერიძის რჩევები მათთვის, ვისაც კოვიდი აქვს: „ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ…“

15762
sofoberidzenews45

ბათუმში მომუშავე ექიმი სოფო ბერიძე სოციალურ ქსელში აქვეყენბს რჩევებსა და რეკომენდაციებს მათთვის, ვისაც კოვიდი დაუდასტურდა.

სოფო ბერიძე:

„ჩემი ხომ გჯერათ?

ნუ ვისაც გჯერათ?

კოვიდის 10 დღე✅

დღე  1 –  არ იცით, რომ გაქვთ კოვიდი (იშვიათი გამონაკლისის  გარდა)?

დღე 2 –  გაიგეთ, რომ გაქვთ კოვიდი (ესეც იშვიათია)  –

✅მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად❤️ ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ, ჯერ არ გჭირდებათ.

დღე 3 – მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები???

დღე  4 – დალიეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი მაღალ ტემპერატურაზე, მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად! ნერვებს ნუ აიშლით, თუ ექიმი არ გიკავშირდებათ – მოძებნეთ ნაცნობი ექიმი, სთხოვეთ დახმარება/დაკვალიანება, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები???

დღე 5 –  მიიღეთ ბევრი წყალი, იყავით მშვიდად, იმოძრავეთ, ბერეთ ბუშტები???, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია, გაუგზავნეთ ექიმს მონაცემები.  დამატებითი მედიკამენტები შეუთანხმეთ  ექიმს. ( ნებისმიერს, ვინც მანამდე გიცნობდათ და ენდობით)

დღე 6 –  იგივეა, რაც დღე 5 ?

დღე  7 – თუ აქამდე უსიმპტომო ხართ, გილოცავთ! თქვენ შეგხვდათ კეთილი  კოვიდი??? და  სულ რაღაც სამ დღეში დასრულდება✅

თუმცა :

⛔️ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თავს გრძნობთ სუსტად და ცუდად,

❗️გაქვთ გახშირებული სუნთქვა

❗️მომატებული პულსი

❗️დაბალი სატურაციის  ციფრები

?თუ ექიმი არ გპასუხობთ –

?თუ სასწრაფო არ გპასუხობთ –

✅ მიდით ან მიაყვანინეთ თავი  კლინიკაში, ნებისმიერში. ჰიპოქსიის (ჟანგბადის  ნაკლებობის)  დროს – ყოველი საათი მნიშვნელოვანია❗️ნუ დახარჯავთ მას სასწრაფოს  ან ექიმის ლოდინში!!!

დღე 8 – თუ ყველა წინა პუნქტი შესრულებულია

ა) თქვენ პრაქტიკულად დაასრულეთ კოვიდი

ბ)  გიგრძელდებათ სიმპტომები, მაგრამ ხართ ყოჩაღად და მარჯვედ?

გ) ხართ კლინიკაში – მოეშვით და მიენდეთ ექიმებს? დაუჯერეთ მათ და ისუნთქეთ,  როგორც გასწავლიან ? –

დაიმახსოვრეთ – შფოთვა  ყველაზე დიდი მტერია⛔️

დღე 9 – კოვიდი უკან იხევს!

თქვენ  ეს შეძელით???

თუ ისევ გიტევთ, ესეც დროებითია, თქვენ გაიმარჯვებთ.

დღე 10

✅თუ თქვენ მიჰყევით ყველა პუნქტს პირნათლად, დიიიიიდი ალბათობით (90 % !! )

თქვენ დაამარცხეთ კოვიდი❤️ გილოცავთ!

?თქვენ კი, ვისთანაც ბრძოლა გრძელდება –

?კოვიდზე გამარჯვების სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ!!!

არ დანებდეთ!❤️❤️❤️❤️❤️

#stopcovajara

p.s. ინფორმაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, არსებობს არასტანდარტული მიმდინარეობა და იშვიათი გამონაკლისები.

იშვიათი გამონაკლისები იშვიათია❤️

გისურვებთ ჯანმრთელობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g