LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჯაფარიძე აქვეყნებს ოთხი ადამიანის ნომერს, ვინც ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაგეხმარებათ

999
sofojafaridze345

„მედგიდის“ დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი პლატფორმა ერთვება ვაქცინაციის პროცესის გაადვილებაში და აქვეყნებს ოთხი ადამიანის პირად ნომერს, ვისაც შეუძლია, მსურველებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციისას დაეხმაროს.

გთავაზობთ სოფო ჯაფარიძის სტატუსს:

„მეგობრებო! იქიდან გამომდინარე, რომ მედგიდი/Med Guide -ის გუნდი ყოველთვის მზად იყო და არის ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების საკეთებლად, გვინდა, მორიგი წვლილი შევიტანოთ დიდ და მნიშვნელოვან საქმეში.

დღევანდელ რეალობაში ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელიც საკმაოდ დიდ რაოდენობას მოიცავს, მიუხედავად მათი სურვილისა, ვერ ერთვება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში.

ზემოთ ხსენებულის მიზეზი შეიძლება იყოს ინტერნეტთან და სოციალურ სივრცესთან წვდომის არარსებობა, შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, რომ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია.

555 103 099 – მარიამ ჩიბურდანიძე

Mariam Chiburdanidze

557 707 098 – მარი ხარაზიშვილი

Mari Kharazishvili

579 112 228 – ლიზა პატარიძე

Liza Pataridze

598 909 887 – ლიზა კვინიკაძე

ლიზა კვინიკაძე

ეს იმ ადამიანების ნომრებია, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მზად არიან, უპასუხონ თქვენს ზარებს, მოგაწოდონ სრული ინფორმაცია და დაგარეგისტრირონ ვაქცინის სარეგისტრაციო პორტალზე.

#აიცერი

#ვაქცინაგვიცავს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები