LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჯაფარიძე: ყველაფერს გავაკეთებ, რათა მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ გათავისუფლდეს

213
BeFunky-collage (1)

ყველაფერს გავაკეთებ, რათა მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ იქნეს განთავისუფლებული რადგან ის არის რუსეთის, პუტინის ტყვეობაში და ჩვენი ვალია, გავათავისუფლოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში რეაბილიტაცია ფიზიკურად შეუძლებელია.

კობახიძე სააკაშვილზე: „კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში ოროთახიან პალატაშია მოთავსებული..ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით“

„მე გეტყვით, მე რას ვაკეთებ, ვერ გეტყვით, ვინ როგორ ასრულებს დაპირებას, ვის რა კონკრეტული გეგმა აქვს, მე ვიცი ერთი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ გათავისუფლდეს, რადგან ის არის პუტინის ტყვეობაში და ჩვენი ვალია, გავათავისუფლოთ. ვიდრე რუსული რეჟმია ხელისუფლებაში, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეასრულონ პირადად პუტინის დავალება და მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაზეც გუშინ დასკვნა დაიდო. მისი რეაბილიტაცია ფიზიკურად შეუძლებელია იქ, სადაც იმყოფება და ეს ყველანაირი დაკვეთა მოდის რუსეთისგან“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში ჩავალთ“ – სოფო ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილი – ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g