„რუსთავი 2“-ის წამყვანთან, სოფო ნარჩემაშვილთან ჩაწერილი ბლიცი „შუადღის“ გვერდზე სოციალურ ქსელში ახლახან გამოქვეყნდა. მან თავისი რჩევები გაუზიარა ქალბატონებს…
⭐️ “ ზოგჯერ მქონია მომენტი დილა რომ თენდება არ მცოდნია რა ვქნა, შვილებს რა ვაჭამო – მაგრამ ფარ-ხმალი არასდროს არ დაყაროთ…” – სოფიკო ნარჩემაშვილის ბლიცი ეთერამდე
Posted by შუადღე • Shuadge on ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი, 2022
„პირველი რჩევა არის ის, რომ იმედი არ დაკარგონ. მქონია ასეთი პერიოდები, რომ მიფიქრია, დილა რომ თენდება, რა ვქნა, რა ვაჭამო შვილებს. მთავარია, იშრომო ამისთვის, იმედი არ დაკარგო, რაღაც გააკეთო, სახლში ჯდომით არაფერი გამოდის. ზოგჯერ გიმართლებს, ზოგჯერ – არა. მე რამდენჯერმე გამიმართლა შემთხვევით, მაგრამ შემდეგ უნდა დაამტკიცო, რომ რამეს წარმოადგენ, თორემ იმხელა კონკურენციაა, იმდენად რთულია, რომ ძალიან ძნელია…“
ვიდეო: სოფო ნარჩემაშვილმა ოთო ფოლადაშვილს მუცლის პრესი მოუსინჯა – “ტიტუუ…“