ეპიდსიტუაციის გართულების გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივლისამდე გახანგრძლივდა. სომხეთის მთავრობამ ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ვადა ხვალ 13 ივნისს იწურებოდა. კორონავირუსის ფართოდ გავრცელებისა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის ზრდამ სომხეთში, საგანგებო რეჟიმის მესამედ გახანგრძლივება გამოიწვია.
რა ხდება სამეზობლოში: სომხეთში ყოველი მეოთხე დაინფიცირებულია, აზერბაიჯანში მდგომარეობა უარესდება, რუსეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 6 500-ს გადააჭარბა
ქვეყანაში სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყველაზე ბევრი ტურისტი შემოდიოდა.
ბოლო მონაცმებით, სომხეთში 15 564 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 5 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 258 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ახალი დადასტურებული 612 შემთხვევა გამოვლინდა.