საქართველო სომხეთთან დამაკავირებელ ელექტროენერგიის ახალ გადამცემ ხაზის ააშენებს. როგორც „ფორტუნას“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ განუცხადა, პროექტის განხორციელების შემდეგ სომხეთთან 700 მეგავატი მოცულობის ელექტროენერგიის გაცვლა იქნება შესაძლებელი.
„პროექტის განხორციელება საქართველოს საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა ზუმბურიძემ.
ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება.