LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსიეტე ჟენერალმა თიბისი ბანკის აქციები გაყიდა

114

ფრანგულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ”სოსიეტე ჟენერალმა” ”თიბისი ბანკის” 5,61%-იანი წილი დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გაყიდა.
”სოსიეტე ჟენერალი”, ”თიბისი ბანკის” აქციონერი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს ”თიბისი ბანკმა” შეისყიდა ბანკი ”რესპუბლიკა”. შესყიდვის დროს ”თიბისი ბანკმა” ”სოსიეტე ჟენერალს”, რომელიც ბანკ ”რესპუბლიკას” ფლობდა, ნაწილი თანხა ფულადი, ნაწილი კი აქციების სახით გადაუხადა.
„როდესაც კომპანია ბირჟაზე ივაჭრება აქციების ყიდვა- გაყიდვა ნორმალური პროცესია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ”თიბისი ბანკი” ისე გავითარდა, რომ შესაძლებელი გახდა ამ მასშტაბის გარიგების განხორციელება და ერთ ღამეში 50 მილიონამდე ფუნტის ღირებულების აქციის გაყიდვა,“- განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, გიორგი შაგიძემ.
დღეის მდგომარეობით თიბისი ბანკის მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები არიან EBRD (8,4%), JP morgan (7,77%), Schroder Investment Management (7.72%), Dunross&Co (5.70%).
ცნობისთვის, ”სოსიეტე ჟენერალი” ”თიბისი ბანკის” 2,8 მილიონ აქციას ფლობდა. მაშინ, როდესაც ”სოსიეტე ჟენერალს” თიბისი ბანკის აქციები გადაეცა, მისი ერთეულის ღირებულება 12,91 ფუნტი იყო, ხოლო აქციის ფასმა გუშინ 15,25 ფუნტი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g