LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი: „ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო“

144
სოზარ სუბარი

„ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან რომელიმე მათ აგენტურას სიცოცხლე გაუხანგრძლივონ“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ისეთ წესს მიიღებს, როგორიც დემოკრატიულ ქვეყნებშია და თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებს გამოიყენებს, მმართველი გუნდი ვეტოს ადვილად დაძლევს.

„პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის დავალებით მოქმედებს“ – სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილზე

„თუ პრეზიდენტის ვეტოს უფლებას გამოიყენებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე, მისი დაძლევის პრობლემა არ იარსებებს. მით უმეტეს, ეს წესი აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო წესებთან და საქართველოში გამონაკლისი არ გვჭირდება.

ჩვენ არ ვართ ვიღაცის კოლონია, რომ თავისთვის დემოკრატიის სხვა წესები ჰქონდეთ, ჩვენ კი გვითხრან – ისე მოიქეცით, როგორც გიკარნახებთო. და ეს მხოლოდ, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან რომელიმე მათ აგენტურას სიცოცხლე გაუხანგრძლივონ.

ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც იქცევიან დემოკრატიული ქვეყნები და მივიღებთ, ისეთ კანონმდებლობას, როგორიც არის დემოკრატიულ ქვეყნებში. განსხვავებულ წესებს ჩვენთან ვერ დავუშვებთ. 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, რაიმე დასაბუთებული ეჭვი გამოთქმულიყოს საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

სუბარი ღარიბაშვილზე და კობახიძეზე: „მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანა ცალ ფეხზე კი არ დახტოდეს ვიღაცების წინაშე, არამედ ყველგან და ყოველთვის იცავდეს თავის ეროვნულ ღირსებას“

ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაყალბებული ხმების პარალელური დათვლა და შემდეგ ბრალდება – ხელისუფლებისა და ცესკოს მიმართ, თითქოს ხმების პარალელური დათვლა კი არ იყო გაყალბებული, არამედ პირიქით ნამდვილი არჩევნები იყო გაყალბებული. მოგვიწოდებდნენ კიდეც არჩევნების შედეგები მოგვეყვანა შესაბამისობაში გაყალბებული ხმების პარალელურ დათვლასთან, რაც ვეღარ გამეორდება.

„ახლა უკვე გვაქვს სრული შესაძლებლობა, დაწვრილებით გავარკვიოთ, მოხდა თუ არა ის, რაზეც „ნაცმოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი უკვე შეთანხმებულები არიან – რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო“ – „ხალხის ძალა“

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს, მართლა ისეთი არჩევნები რომ ჩატარებულიყო ჩვენთან, როგორიც ვიხილეთ გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შუალედურ არჩევნებზე, როცა მიცვალებულები აირჩიეს სენატორებად და რამდენიმე კვირა ითვლიდნენ ხმებს, ან კიდევ უფრო ადრე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ფოსტით მიცემულმა ხმებმა განაპირობა გამარჯვებულის გამოვლენა, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა ჩვენთან“. – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g