LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი – საქართველოს პარლამენტში უსამშობლოების ადგილი არ არის, „ხალხის ძალა“ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტას მხარს დაუჭერს

134
Capture

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტში და არც ქართულ პოლიტიკაში აგენტების, უსამშობლოების ადგილი არ არის“.

მისი თქმით, „ხალხის ძალა“ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტას მხარს დაუჭერს.

„ქართული პოლიტიკა რაც მალე გათავისუფლდება აგენტებისგან, მით მალე გაეხსნებათ გზა სხვა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომელთათვის საქართველო უპირველესია. პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეიძლება, განსხვავება ჰქონდეთ ეკონომიკის სამომავლო ხედვაზე, საქართველოს პატრიოტები იქნებიან და არა – აგენტები. მე და ჩემი გუნდი, „ხალხის ძალა“ მანდატების შეწყვეტას მხარს დავუჭერთ. მოუთმენლად ველოდები, როდის შემოიტანენ დანარჩენები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g