აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომლის თანაცმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ეხმიანება.
სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოს სამართლიანად დაძლევენ, მისივე განცხადებით, აშშ-დან „არაფერ ზომებს არ ელოდებიან“.
„კომიტეტი 27 მაისს იქნება, პლენარული სხდომა კი 28-ში, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება მარტივად და სამართლიანად..
არაფერ ზომებს არ ველოდებით. თუ რაიმე დადებითი გადაწყვეტილება უნდოდათ, ეს შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამ წუთას ყველაზე მეტად ვისაც სამხედრო დახმარება სჭირდება, კარგი იქნება, იმას გაუწიონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარი ასევე გამოეხმაურა აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქცირების საკითხს და თქვა, რომ „ვერანაირი სანქციებით ვერ დაააშინებენ“.
„არანაირ სანქციებს არ ველოდებით და ვერანაირი სანქციებით ვერ დაგვაშინებენ, როდესაც ქვეყნის ბედზეა საუბარი, საქართველო უნდა გადავარჩინოთ, მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ – ესაა მთავარი. მშვიდობის გარეშე არც ევროკავშირი იქნება, არც სახელმწიფო გვექნება და აღარც სიცოცხლე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო, სახელმწიფო და არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. არ დავუშვებთ იმას, რაც ბევრ უკრაინულ ქალაქში ხდება“, – თქვა სოზარ სუბარმა.