LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპალეტის შემცვლელი 22 წლით უმცროს იტალიელს ხვდება: ქალი რომადან ლაიქისთვის გააგდეს

129
Screenshot 2023-07-18 140900

59 წლის ფრანგი მწვრთნელის რუდი გარსიასა და 37 წლის იტალიელი ტელეწამყვანის ფრანჩესკა ბრიენცის სიყვარულის ისტორია ამტკიცებს, რომ არც ასაკს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და არც საზოგადოების აზრს.

ფრანჩესკა კარიერას 2006 წელს „მის იტალია“-ს სილამაზის კონკურსზე იწყებდა. ამან მედიაში კარიერის სტარტს შეუწყო ხელი. თავიდან რადიოში დაუძახეს, მერე კი „რომას“ საკლუბო არხზე, სადაც არა მარტო საუბრის უნარი გამოავლინა, არამედ აჩვენა თუ როგორ გამოიყურება.

2013 წელს, როდესაც რუდი გარსია „რომას“ მწვრთნელი იყო, ტელეწამყვანი ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიცნო და როგორც ამბობენ, პატარა ბიჭივით შეუყვარდა. რუდის წარუმატებელი ქორწინება ჰქონდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ რუდიმ და ფრანჩესკამ ოფიციალურად გამოაცხადეს საკუთარ ურთიერთობებზე, მაგრამ ამან გარკვეული პრობლემები წარმოშვა. „რომას“ წარუმატებელი თამაშის დროს ხელი სწორედ გოგონასკენ გაიშვირეს – ჩათვალეს, რომ მწვრთნელი მას მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე გუნდს.

გარსიამ პოსტი დატოვა, მალე „რომაში“ სამსახური ფრანჩესკამაც დაკარგა. ისე მოხდა, რომ 2016 წელს გარსია ლუჩანო სპალეტიმ შეცვალა. ცოტა ხანში ფრანჩესკამ სოცქსელებში იტალიელის კრიტიკის პოსტს „მოწონება“ დაუწერა. სპალეტის კლუბის ლეგენდა ფრანჩესკო ტოტისთან კონფლიქტის გამო ხიდიდან გადავარდნა უსურვეს. გოგონამ თავი იმართლა, რომ უბრალოდ მეგობრის პოსტი დაალაიქა და არც წაუკითხავს შინაარსი, მაგრამ გაგდებას თავი ვერ აარიდა.

ახლა კი „ნაპოლიში“ გარსიამ შეცვალა სპალეტი.
ის არც თუ მარტივი ამოცანის წინაშეა – ჩემპიონობის შემდეგ დადებითად რა შედეგს ჩაუთვლიან, ვინ იცის. თუმცა საყვარელი ქალის მხარდაჭერა ყოველთვის გამოადგება კაცს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები