LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური პორტალი, სადაც ვაქცინირებული მოქალაქეების ბაზა განთავსდება, ხვალ ამოქმედდება

124
ბექა-ფერაძე

სპეციალური პორტალი, რომელზეც კოვიდ ვაქცინირებული მოქალაქეების ბაზა განთავსდება, ხვალ ამოქმედდება. პორტალის ძირითადი მიზანია სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებას ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს, არის თუ არა მოქალაქე აცრილი.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესს საშუალებას აძლევს  ადამიანის სტატუსი განსაზღვროს და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხოს მისი კონკრეტულ სივრცეში დაშვება.

„ეს ბიზნესს აძლევს იმის საშუალებას, რომ განსაზღვროს ადამიანის სტატუსი და კონკრეტულ სივრცეში მისი დაშვება ამის შემდეგ მოახერხოს. ამით მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ მისი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და მწვანე გარემო იყოს.

ასევე, დასაქმებული ადამიანები იქნებიან უსაფრთხოდ და თუ ამის დანერგვა სხვადასხვა ბიზნეს ობიექტებთან მაქსიმალურად მოხდება, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ, მათ შორის, რეგულაციები იყოს შემსუბუქებული. მწვანე ზონაში კი, ამა თუ იმ მომსახურების გაწევა, განსხვავებული რეგულაციებით იყოს,“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g