LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სპორტსმენთა სოლიდარობის ფონდი“ იქმნება, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე სპორტსმენებს დაეხმარება (ვიდეო)

44

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით “სპორტსმენთა სოლიდარობის ფონდი“ შეიქმნება, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს დაეხმარება.

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა – სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, აკაკი დევაძის ანგარიშზე 10-10 ათასი ლარი გადარიცხეს, რომელმაც 2005 წლის 30 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ვეტერან ფეხბურთელს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება.

ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა საქველმოქმედო მატჩი აკაკი დევაძის მხარდასაჭერად, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, 2015 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მსახიობი ბესო ბერულაშვილი, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ჟურნალისტები.

“სპორტსმენთა სოლიდარობის ფონდში“ სურვილისამებრ, თანხას ჩარიცხავენ სპორტული ფედერაციები და სპორტსმენები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები