LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული კონტროლი გვექნება, მაგრამ შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს – ჯანდაცვის მინისტრი საზღვრების გახსნაზე

158
FORTUNA.GE (32)

საქართველო 5 ქვეყანას საზღვარს უხსნის, ეპიდსიტუაციის კონტროლის დიდი იმედი აქვს ჯანდაცვის მინისტრს და აცხადებს, რომ ამის თქმის საშუალებას მიღებული გამოცდილება აძლევს. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით,  ის მგზავრები, რომლებიც საქართველოში ამ 5 ქვეყნიდან შემოვლენ, ექნებათ ვალდებულება, შეავსონ გარკვეული მონაცემები, მათ შორის უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. მინისტრის განმარტებით, თუ მგზავრს დაუფიქსირდება ტემპერატურა, აეროპორტშივე მოხდება ამ მგზავრზე PCR ტესტის აღება.

“საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, თუ როგორ ხდება საზღვრებზე მონიტორინგი და გამოვლენა ყველა შემთხვევის. აქედან გამომდინარე, მოლოდინი კვლავ არის ისეთი, რომ ჩვენ პროცესი გვექნება სრულად კონტროლზე აყვანილი და ეს არ იქნება საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არ გვექნება მასობრივი შიდა გადაცემები, აქედან გამომდინარე, მივიღეთ ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ქვეყნებთან გვექნება ყველანაირად უპირობო მიმოსვლა. ის მგზავრები, რომლებიც იმგზავრებენ ამ 5 ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით, მათ ექნებათ ვალდებულება, შეავსონ გარკვეული მონაცემები, სადაც იქნება მგზავრების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ეს მგზავრი ბოლო 14 დღის განმავლობაში, შესაბამისად, ჩვენ გვექნება სრული ინფორმაცია ამ მგზავრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დაუფიქსირდება ტემპერსტურა, უკვე აეროპორტშივე მოხდება ამ მგზავრზე PCR ტესტის აღება და ამის შემდეგ უკვე ჩვენ გავატარებთ იმ საჭირო ღონისძიებას, რომელსაც მგზავრის მდგომარეობა მოითხოვს”, – განაცხადა მინისტრმა.

„ვინც გამიხსნა, იმას ვუხსნი – უაზრო პრინციპია”: რა საფრთხეებს შეიცავს 5 სახელმწიფოსთვის საზღვრის გახსნა

მისივე  განცხადებით, თუ საზღვრის უპირობოდ გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესდება, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება. ტიკარაძე არსებული მდგომარეობის გართულების შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ დაკვირვების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ფრენების შეზღუდვასა და შიდა რეგულაციების გამკაცრებაზეც.

„ჩვენ ყოველ კვირას დავაკვირდებით იმ მდგომარეობას, თუ რა შედეგები იქნება მიღებული და ევროკავშირის ქვეყნებთან განხილული იქნება თავიდან, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. აქედან გამომდინარე იქნება შეტანილი ცვლილებებიც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს არის მიღებული. ჩვენ გვაქვს გარკეული შუქნიშანი, სადაც არის მოცემული სამი კომპონენტი: ქვეყანაში საწოლების რაოდენობა და მათი დატვირთვა, ინფექციის გავრცელების კოეფიტიენტი და ასევე ბოლო ორი კვირის მანძილზე დაფიქსირებული გავრცელება ქვეყანაში. ვაკვირდებით ამ შუქნიშანს და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომ შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და ასევე შიდა რეგულაციებიც გავამკაცროთ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველო 5 ქვეყანასთან საზღვარს ხსნის: რომელი ქვეყნის ტურისტებს შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა

შეგახსენებთ, რომ დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოს, კერძოდ, გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს  უხსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები