LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრული ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომ ეს კანონი მიიღოს, კარგად ვიცი მოსახლეობის განწყობები, ამ კანონში უმრავლესობა ვერაფერ რუსულს ვერ ხედავს“ – ზურა ხაჩიძე

182
ზურა ხაჩიძე, აქცია პარლამენტთან

მომღერალი ზურა ხაჩიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას სრული ლეგიტიმაცია აქვს მოსახლეობის დიდი ნაწილისგან, რომ მიიღოს კანონპორექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ამის შესახებ მან „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„პრემიერი გამოვიდა და გახსნილია ყველა დაინტერესებულ პირთან ისაუბროს ამ თემაზე. ეს პროცესები რაც დღეს ქუჩაში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალას აწყობს, რომელიც ერთხელ უკვე იყო ქვეყნის სათავეში, რომელიც ძალადობდა ქვეყნის მოსახლეობაზე, რომელმაც ქვეყნის 20% დაკარგა..

თუკი რამე ხელშესახები მოხდა ევროპასთან, არის მშვიდობა, ეს არის „ქართული ოცნების“ პირობებში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს თავის დროზე გაკეთებული არჩევანი და ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“. მე ძალიან კარგად ვიცი მოსახლეობის განწყობები. სრული ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომ ეს კანონი მიიღოს, ამ კანონში უმრავლესობა ვერაფერ რუსულს ვერ ხედავს. მე ბევრი შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან და არ წავსულვართ არც მე და არც ჩემი ჯგუფი და ადამიანები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ რუსეთში მოღვაწეობდნენ და რუსულად მიმართავდნენ სცენიდან, ის ადამიანები გვეუბნებიან რომ რუსები ვართ?“, – განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

„კეთილი ინებეთ და გაგვაგებინეთ, ვინ ვინ ხართ სინამდვილეში, ვინ საიდან ფინანსდება…ძალიან მარტივია, დასკვნებს კი ჩვენ გამოვიტანთ!” – ზურა ხაჩიძე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ. მომიტინგეები გუშინ პარლამენტის უკანა შესასვლელთან 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

პოპულალურები