LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კეთილი ინებეთ და გაგვაგებინეთ, ვინ ვინ ხართ სინამდვილეში, ვინ საიდან ფინანსდება…ძალიან მარტივია, დასკვნებს კი ჩვენ გამოვიტანთ!” – ზურა ხაჩიძე

161
ზურა ხაჩიძე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა არ წყდება. კანონის განმეორებით ინიციირებას ამჯერად მომღერალი ზურა ხაჩიძე „დაიჯესტთან” გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მომავალი „დიახაც, ევროპაშია და სწორედ ევროპაა გამჭვირვალობა”:

„არ მესმის და ვერ ვიგებ, თუ ყველაფერს სწორად და გამჭვირვალედ აკეთებ,ქვეყნის ინტეგრაცია გინდა ევროპაში, რა გაქვს დასამალი? წელიწადში ერთხელ დეკლარაციას ვაბარებ! ამიტომ, კეთილი ინებეთ და გაგვაგებინეთ, ვინ ვინ ხართ სინამდვილეში და ვინ საიდან ფინანსდება…ძალიან მარტივია, დასკვნებს კი ჩვენ გამოვიტანთ! 

უფროსი თაობისგან მსმენია, რომ საბჭოთა კავშირი იყო ჩაკეტილი, დახურული, ჩარაზული. წინა ხელისუფლების დროს, სწორედ განსხვავებული აზრის გამო დავტოვე ჩვენი ქვეყანა. გახსოვთ ალბათ შავი სიები, ყველგან ამკრძალეს!! წითელი ხაზი მქონდა გადასმული. ამიტომაც გავეცალე ჩემს საყვარელ ქვეყანას (ჯერ ჰოლანდიაში და შემდეგ საბერძნეთში).

ერთი რამე ზუსტად შემიძლია გითხრათ: ევროპაა ზუსტად დეკლარირება, გამჭვირვალობა, თავისუფალი აზრი, გახსნილობა, რასაც მივაღწიეთ, ჩვენს ქვეყანაშიც, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით!

ეს ის ღირებულებებია, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყნები. ერთ ქვეყანას ვერ მაჩვენებთ ევროპაში, თუნდაც ამერიკაში, არდეკლარირებას გაპატიებს ვინმე??? არ მესმის და ვერ ვიგებ, თუ ყველაფერს სწორად და გამჭვირვალედ აკეთებ, ქვეყნის ინტეგრაცია გინდა ევროპაში, რა გაქვს დასამალი, რატომ გინდა შენი საქმიანობა და შემოსავლები დამალო?

წელიწადში ერთხელ დეკლარაციას ვაბარებ! ამიტომ, კეთილი ინებეთ და გაგვაგებინეთ, ვინ ვინ ხართ სინამდვილეში და ვინ საიდან ფინანსდება… ძალიან მარტივია, დასკვნებს კი ჩვენ გამოვიტანთ! და ბოლოს: დიახაც, ჩვენი მომავალი ევროპაშია!!!“- ამბობს ზურა ხაჩიძე.

ზურა ყიფშიძე კანონპროექტზე: „რუსულს მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ. საქმე არ გვაქვს, ვიფხანთ რაღაცებს და მახათებს ვიყრით“

ხაჩიძემ ბოლო პერიოდში, თეატრში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ მსახიობების  განცხადებებიც შეაფასა:

კახა კინწურაშვილი: „ერთი წლის წინ პირობა დადეს რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! – ეს უნამუსობის ახალი საფეხურია!“

ვიდეო: ,,არა რუსულ კანონს” – მოწოდება ვასო აბაშიძის მუსიკალურ თეატრში

„საერთოდ დღეს ქვეყანაში ყველა მედია საშუალება თავისუფალია და ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ სცენა იყოს გამოყენებული პოლიტიკური გზავნილებისთვის! ეს წინა რეჟიმის დროს იყო დახშული თავისუფალი ხმა ეთერებში, მედიაში საერთოდ და დღეს, როცა ამდენი ტელევიზია დაუფარავად ახმოვანებს მის პოზიციას, რა საჭიროა თეატრში ან ფილარმონიაში სცენის გამოყენება ასეთი განცახდებისთვის?!“ – განუცხადა „დაიჯესტს“ ზურა ხაჩიძემ.

პოპულალურები