LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერაქტი იყო“ – ერდოღანის თქმით, პირველადი დასკვნები ამ საქმეში ქალის მონაწილეობაზე მიუთითებს

283
Untitled design - 2022-11-13T202046.687

სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აფეთქების შედეგად 53 ადამიანია დაშავებული.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმა იყო.

მისი თქმით, ახლა სწორი არ იქნება დარწმუნებით საუბარი, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემები, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან კადრები, ასევე გუბერნატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ტერაქტი ყოფილიყო.

ამასთან, ერდოღანის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ამ დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დასადგენად და აქვე აღნიშნა ისიც, რომ პირველადი დასკვნები ამ საქმეში ქალის მონაწილეობაზე მიუთითებს.

„სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა“ – გავრცელებული ინფორმაციით, თავი სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა

ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 53 დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g