თურქეთში, სტამბოლში მდებარე ერთ-ერთ ბერძნულ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა.
თურქული მედიის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან. კვამლისგან არავინ დაზარალებულა.
“ხანძარი სახურავზე დაახლოებით 12:50 საათზე გაჩნდა, ამ დროისთვის ევაკუირებულია 102 ხანდაზმული პაციენტი. ახლა ცეცხლის ქრობის სამუშაოები გრძელდება”, – განაცხადა ქალაქის მერმა.
პაციენტები რეგიონის სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.