LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტამბოლში ვარ… გადაწყდა, რომ 6 ქიმია უნდა გამიკეთონ… თმა ისევ დამცვივდება და ამაზე ვნერვიულობ ახლა ყველაზე მეტად“ – ლიკა გაგნიძე თურქეთიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს

1152
ლიკა გაგნიძე

ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე, რომელიც სამკურნალოდ თურქეთში გუშინ გაემგზავრა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ლიკა ამბობს, რომ სტამბოლში მედიკოსებმა ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს.

ვიდეო: „ხვალ მელის ორ ონკოლოგთან შეხვედრა, ანალიზები გამოკვლევები… არ ვიცი ხვალ რა იქნება, არც ის ვიცი რა განაჩენს გამომიტანს ონკოლოგი…“ – ლიკა გაგნიძე თურქეთში სამკურნალოდ გაემგზავრა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე წერს, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სიმსივნესთან ბრძოლის დროს გაიცნო, ახლახან კი კვლავ განაცხადა, რომ სიმსივნესთან ბრძოლას ხელახლა იწყებს.

„სტამბოლში ვარ, ორ ონკოლოგს შევხვდი კლინიკა „ფლორენსიში“. ექიმებს ჰქვიათ თუბა და ჯემი. გადაწყდა, რომ 6 ქიმია უნდა გამიკეთონ.

სამ კვირაში ერთხელ მომიწევს თურქეთში სიარული. დე ვიტამინი და ბე 12 დამინიშნეს, დაბალი მაქვს ვიტამინები.

ეს ყველა ადამიანმა უნდა აკონტროლოს რადგან თუ ეს ვიტამინები დაბალია, მაშინ მკურნალობას ისეთი ეფექტი არ აქვს და ცხოვრების ხარისხიც იკლებს.

ცოტა არ იყოს სტრესში ვარ, მაგრამ არა უშავს.

დრო და დრო ყველაფერს გაგაგებინებთ. თმა ისევ დამცვივდება და ამაზე ვნერვიულობ ახლა ყველაზე მეტად იმიტომ, რომ მითხრეს, რომ ისეთი სერიოზული ფორმა არ მაქვს, რომ მოუგვარებელი იყოს, თუმცა 6 ქიმია მაინც მჭირდება ხელმეორედ“, – ამბობს ლიკა.

ცნობისთვის, ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სიმსივნესთან ბრძოლის დროს გაიცნო, ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ამცნო, რომ სიმსივნესთან ბრძოლას ხელახლა იწყებს.

„ვიცი, ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებდა ჩემი გენეტიკური ტესტის პასუხი… მადლობა ყველას, ვინც ლოცულობთ და მამხნევებთ“ – ლიკა გაგნიძე

ვიდეო: „2 წლის წინ მკურნალობაზე უარის თქმა ამიკრძალა. რომ ვამბობდი, არ შემიძლია და რაც იქნება მოხდეს ისე მეთქი, აი ეგ სიტყვები ამიკრძალა. დანებება ამიკრძალა“ – ლიკა გაგნიძე მეუღლეზე

„თქვენ მეხმარებით, რომ ვიმკურნალო თურქეთში, მე კი რამდენ წელსაც ვიცოცხლებ, დავეხმარები ადამიანებს, ეს არის ჩემი პირობა… ყოფილან ადამიანები, რომლებსაც უკვირთ, მომაკვდავი რომ ვერ დამინახეს“ – რას წერს ლიკა გაგნიძე, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი მეორედ დაუდგინდა

„ეს ლექსი იმხელა იმედის მომცემი იყო…“ – ლიკა გაგნიძე უმძიმეს პერიოდში აღმოჩენილ ვიდეოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები