LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Starlink-ის ინტერნეტი საქართველოში ხელმისაწვდომია

146
ინტ

SpaceX-ის მიერ საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლას და საქმიანობის დაწყებას წინ უძღოდა ლოს-ანჯელესში SpaceX-ის საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებთან. სწორედ ამ შეხვედრისას პირველად გამოითქვა ინტერესი საქართველოსა და SpaceX-ის თანამშრომლობის შესახებ, რასაც საქართველოში SpaceX-ის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი მოჰყვა და გადაწყდა, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა გამხდარიყო, რომლის მოსახლეობასაც ამერიკული კომპანია თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდიდა.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა საქართველოს ტექნოპარკები პარტნიორების პროგრამაში ჩასვა, რაც უზრუნველყოფს ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღებას. საქართველოს ყველა ტექნოლოგიური პარკი უახლოეს მომავალში Starlink-ის ინტერნეტით სრულად ისარგებლებს, თბილისის ტექნოლოგიური პარკი კი საქართველოში პირველი ორგანიზაცია გახდა, სადაც Starlink-ის სატელიტური თეფში და როუტერი განთავსდა.

ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც ის დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით ახალი პროდუქტები. ამასთან, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.

ილონ მასკის დაარსებული კომპანიის, SpaceX-ის პროექტი Starlink გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილას, მათ შორის, მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g