LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტატისტიკით შედგენილი წლის სიმბოლური: InStat-მა წლის გუნდი დააჯამა

Cash-Kings-copy-1068x712

წელი ფაქტობრივად დასრულდა და ათასგვარი შეჯამება უკვე იყო, მაგრამ აგერ კიდევ ერთი. InStat – საფეხბურთო სტატისტიკის პორტალია და მანაც შეადგინა წლის სიმბოლური ნაკრები.
და რასაკვირველია აქაც ჩნდება კითხვები, რატომ არის ზოგიერთი მათგანი წლის სიმბოლურში ან რატომ არ არიან ესა თუ ის წარმატებულად მოთამაშე ფეხბურთელები. მოკლედ, ყველას თავისი შეხედულება აქვს და ამაზე კამათს აზრი ეკარგება.

Instat-მა თითოეულ ფეხბურთელს წლიური ჯამით ქულები მიანიჭა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ნეიმარს აღმოაჩნდა (423), მეორე ლიონელ მესია (420). მხოლოდ ამ ორმა ფეხბურთელმა შეძლო 400 ქულაზე მეტის აღება.

 

InStat-ის 2018 წლის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: უგო ლორისი (საფრანგეთი, ტოტენჰემი, 307);

მცველები: ემერიკ ლაპორტი (საფრანგეთი, სიტი, 322), ვირხილ ვან დაიკი (ჰოლანდია, ლივერპული, 325), მატს ჰუმელსი (გერმანია, ბაიერნი, 338);

ნახევარმცველები: პოლ პოგბა (საფრანგეთი, მანჩესტერი, 329), ჟოაო კანსელო (პორტუგალია, იუვენტუსი, 327), ნეიმარი (ბრაზილია, პსჟ, 423), ედენ აზარი (ბელგია, ჩელსი, 344), ანხელ დი მარია (არგენტინა, პსჟ, 335);

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, იუვენტუსი, 360), ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა, 420).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები