სტავროპოლსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. ფრენებს ავიაკომპანია Saratov Airlines შეასრულებს.
როგორც რუსული მედია წერს, პირდაპირი ავიამიმოსვლა 25 ნოემბრიდან დაიწყება და ის სტავროპოლის „მინერალური წყლების“ საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება. არსებული ინფორმაციით, რეისი კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შესრულდება.
სტავროპილი- თბილისის ავიაბილეთების შეძენა მომხმარებელს უკვე შეუძლია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.saratovairlines.ru.
”ფორტუნამ” რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გადაამოწმა. აქ ამბობენ, რომ საქართველოში ფრენის განხორციელების მიზნით Saratov Airlines-მა სააგენტოს უკვე მიმართა და ნებართვაც გაცემულია.
”რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის უცილებელი ნებართვა Saratov Airlines -ს მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მივანიჭეთ. კომპანიას 4 ნოემბრიდან უკვე შეუძლია, რომ ჩვენს საჰაერო სივრცეში იფრინოს. ნებართვა ზამთრის სანავიგაციო სეზონზე გავეცით”, – განმარატეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.