LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანჩუკი: „თვეზე მეტია ბავშვებს მზე არ უნახავთ, არ აქვთ საკვები და მუდმივად ბომბების ჩამოვარდნას გრძნობენ, მოაწყვეთ მწვანე დერეფნები!“

119
Untitled design (1)

უკრაინის რადას თავმჯდომარე მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და სთხოვს, გადაარჩინონ უკრაინელი ბავშვები და მათთვის “მწვანე დერეფნები” მოაწყონ.

რუსლან სტეფანჩუკი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და იმ ვითარებას აღწერს, რომელშიც უკრაინელები თვეზე მეტია იმყოფებიან და რომელიც, სტეფანჩუკის თქმით, ნამდვილი ჯოჯოხეთია:

“ვერ ხედავთ მზეს თვეების განმავლობაში, არ გაქვთ საკმარისი რაოდენობის საკვები და ვიტამინები, გრძნობთ, რომ მძიმე ბომბები ჩამოვარდა – ეს ყველაფერი ემართებათ ბავშვებს, რომლებიც რუს ოკუპანტებს “აზოვსტალის” ქარხნის ბომბსაფარში ემალებიან.

ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი, რომელსაც არცერთი მათგანი არ იმსახურებდა!

მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და მოაწყოს მწვანე დერეფნები მათთვის”, – წერს სტეფანჩუკი.

ვიდეო: “არ ვიცი რამდენი წელი უნდა ვიცოცხლო, რომ ეს მინის თვალები დავივიწყო, რომლითაც ბავშვები იყურებიან, მათ არანაირი რეაქცია აღარ აქვთ” – რას ჰყვება ფრონტის ხაზიდან ქართველი სნაიპერი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g