სტეფანემ საზაფხულო ტური დაასრულა.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლომდე კონცერტებს აღარ გამართავს (გარდა კორპორატიული წვეულებებისა).
„დავამთავრეთ საზაფულო ტური და სპეციალური პროგრამა, რომელიც ზაფხულისთვის გავაკეთეთ…
“აუ ამდენი სტეფანეს კონცერტიო… “-ზოგი ასე ამბობდა, არა და სულ სამი ჩავატარეთ, სამივე სხვადასხვა ლოკაციაზე (ეტყობა რეკლამა ხვდებოდათ და სულ ჩემი კონცერტი ეგონათ) და დასწრებადობა იყო იმდენი, რამდენიც ეტეოდა. სუპერ ანშლაგებით ჩაიარა ყველა კონცერტმა.
დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ჩვენი ბენდის უმაღლესი კლასის, განუმეორებელ მუსიკოსებს და ყველაზე მთავარს, მსმენელს, რომელიც ასე გვანებივრებს…
ყველა კლუბის მენეჯერი ამბობდა, ვა, ეს რანაირი ხალხია, დიდი ხანია ასეთები არ გვინახავსო…
ახლა ჩემი არდადეგები დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე არ ვაპირებთ კონცერტის გამართვას (კორპორატიულები არ ითვლება)
იმედია დასასვენებლად რომ წავალ, კიდევ ერთ ახალ სიმღერას დავწერ, რითიც კიდევ განვაახლებთ პროგრამას და შევხვდებით ახალ სეზონზე თბილისიში!
მილიონი მადლობა !“ – წერს სტეფანე.