სტეფანე მღებრიშვილი ზუგდიდში ბანკის ძარცვიასთან დაკავშირებული სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში გადაცემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული მედიისთვის ფილმები მაინც უნდა გახდეს შთაგონება, რომ მსგავსი რამ აღარ გაიმეორონ.
გთავაზობთ მომღერლის სტატუსს:
„პირდაპირ ეთერში გადაიცემა: ბანკს ძარცვავენ ზუგდიდში, ჰყავთ მძევლები, პოლიციას შენობა ალყაში ჰყავს. პირდაპირ ეთერში გადაიცემა დეტალურად ყველაფერი.
მათ შორის გავიგე, რომ ზოგი თანამშრომელი სახურავზე იყო აპარული.
მილიონი ფილმი არსებობს, სადაც მძევლები იმიტომ გაწირეს, რომ პირდაპირ ეთერში ხედავდნენ, პოლიცია რას მოქმედებს. ტელევიზია გამხდარა ბევრჯერ მიზეზი ცუდი შედეგის, იმიტომ, რომ დეტალურად გადასცემენ პოლიციის ყველა ნაბიჯს.
იქნებ, ფილმები მაინც იყოს თქვენთვის შთაგონება და არ გადასცეთ ჯერ დეტალურად , სანამ დამთავრდება ყველაფერი.
მალე უსაფრთხოდ დამთავრებას ვუსურვებ ამ ოპერაციას!“
