სტეფანწმინდაში, მყინვარწვერის დასალაშქრად წასული და დაშავებული ტურისტები სამთო მაშველებმა ჩამოიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურისტების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, პოლონეთის 22 წლის მოქალაქემ, ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე, ე.წ. ნაპრალში ჩავარდნის შედეგად დაზიანებები მიიღო.
ტურისტების ჯგუფი სტეფანწმინდაში ჩამოიყვანეს. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.